ვენახები

მემარნე – ღვინის მცველია. 

ჩვენი მეღვინეობაც ბოლო 25 წელია, სწორედ ქართული ღვინის კულტურის განვითარებასა და დაცვას ემსახურება. 

ამ ეტაპზე, “მეღვინეობა მემარნე” აერთიანებს ჩხავერისა და ცოლიკაურის ვენახებს ქედის რეგიონში. ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანას კახეთში, გურჯაანში. 

ქარხანაში იწარმოება უმაღლესი ხარისხის ღვინის ნაირსახეობა, როგორიცაა: საფერავი, მუკუზანი, ქინძმარაუალი, ქისი, რქაწითელი, ხიხვი და სხვა. 

ღვინო მზადდება როგორც ქართული, ასევე, ევროპული მეთოდით, რის საშუალებასაც ქვევრის უძველესი კულტურა და გამოცდილი სპეციალისტების ცოდნა, ასევე უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი დანადგარები გვაძლევს. 

ამ ეტაპზე, ღვინოს ექსპორტირება იაპონიაში, ისრაელში, დიდ ბრიტანეთში, უზბეკეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და რუსეთში ხდება.

ქვევრი, მისი უნიკალური მახასიათებლის გამო ფენომენალურ ჭურჭლად ითვლება და მასში დაყენებულ ღვინოსაც განსხვავებული, განსაკუთრებული გემო აქვს. ტრადიციულად, ქვევრები მიწაში, მარანში იმარხება, სწორედ აქედან გაჩნდა კომპანიის სახელიც – “მემარნე”. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წელს, იუნესკომ, ღვინის ქვევრში დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს კულტურული მემკვიდრეობის წოდება მიანიჭა. 

ჩვენს ქარხნებში 50-მდე ტიპის ღვინო იწარმოება, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს 25 უნიკალური ყურძნის ჯიშისაგან, როგორებიცაა ჩხავერი, ცოლიკაური, უსახელაური, რქაწითელი, ხიხვი, ქისი, საფერავი, მუკუზანი, ქინძმარაული და ა.შ.

ჩხავერი, ცოლიკაური, უსახელაური, რქაწითელი, ქისი, საფერავი, მუკუზანი და ქინძმარაული – ქართული ღვინის ცნობილი სახეობებია, რომლებიც “მემარნეს” ღვინის პალიტრაშია.

25 წლის განმავლობაში იწარმოება როგორც ქვევრის ღვინოები, ასევე მუხის კასრში დაძველებით და ევროპული  მეთოდით. იმისთვის, რომ საუკეთესო ხარისხის ღვინო ვაწარმოოთ, პროდუქტი მრავალჯერად სელექციასა და შემოწმებას  გადის.

თავდაპირველად, მოსავლის აღების დროს, საუკეთესო მტევნებს ვარჩევთ, შემდეგ, ქარხანაში ხდება არჩეული პროდუქტის ხელახალი გადარჩევა. საბოლოოდ რჩება უმაღლესი ხარისხის ყურძენი, რომლისგანაც ღვინოების ნაირსახეობა მზადდება. 

ჩვენი ქვეყნის კლიმატის და გეოგრაფიული მრავალფეროვნება, ასევე ყურძნის განსხვავებული ჯიშები – ღვინის მრავალი სახეობის  წარმოების შესაძლებლობას გვაძლევს.  წარმოების დროს, როგორც ქართულ ტრადიციულ მეთოდებს, ასევე ევროპულ სიახლეებსა და სტანდარტებს ვიყენებთ.

ჩვენი მთავარი ღირებულება ქართული ღვინის კულტურის შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა, ღვინის ხარისხის მუდმივი კონტროლი და გაუმჯობესებაა

მემარნე ღვინის მცველს ნიშნავს, სახელწოდებაც ჩვენს ღირებულებებსა და მიზნებთანაა კავშირში.

ინოვაციისა და ტრადიციის სინთეზი  – როდესაც უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიები და ტრადიციული ქართული მეთოდი ჰარმონიულად ერწყმის –  არის იდეარომელსაცმეღვინეობა მემარნეემსახურება.

თაიმლაინი

მევენახეობა-მეღვინეობაში არსებობს სხვადასხვა ტენდენციები და მიმართულებები. მათ შორის ქართული, რომელიც სრულად ეყრდნობა ჯიშურ მრავალფეროვნებას და ხარისხის, კომპლექსურობის და ჰარმონიის მისაღწევად მათ ფართო გამოყენებას გულისხმობს. ასევე არსებობს მსოფლიოში აღიარებული, ფრანგული ტენდენცია, რაც ითვალისწინებს „ტერუარს“ და მის უპირატესობას ყურძნის ჯიშზე.

 

ვინაიდან ფრანგული ყურძნის ჯიშები დღესდღეობით მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გვხვდება, ფრანგებმა, რომლებიც ყველაზე წინ არიან როგორც მეღვინეობაში, ისე მევენახეობაში, გადაწყვიტეს ყურადღება გაამახვილონ ტერუარზე. ტერუარი კი მოგეხსენებათ შედგება ოთხისხვადასხვა ფაქტორისგან: კლიმატი, ნიადაგი, ადგილისთვის დამახასიათებელი ტრადიცია (ღვინის დაყენების ტექნიკა) და ექსპოზიცია. ყველა ეს ფაქტორი განაპირობებს ამა თუ იმ ჯიშის ავკარგიანობას და სწორედ ტერუარი ქმნის ამა თუ იმ ჯიშს განსაკთრებულს და არა პირიქით.

ჩვენ ვცდილობთ ამ ორი მიმართულების ტანდემი შევქმნათ, რაც იმას გულისხმობს, რომ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ნიადაგს, ვენახის სწორად გაშენებას და შესაბამისად მის ექსპოზიციას, ყურძნის ჯიშს, რომელიც ამა თუ იმ ტერუარზე უნდა გაშენდეს და ღვინის დაყენების მეთოდს, რომელიც შესაფერისია, როგორც ჯიშისთვის ისე ამა თუ იმ ტერუარისთვის.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი მიდგომა, როგორც ქართული ღვინის მწარმოებლის მიდგომა, სწორია. შევინარჩუნოთ და გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ჯიშური მრავალფეროვნება და ამავდროულად მაგალითი ავიღოთ ჩვენი ფრანგი კოლეგებისგან და ჯიშები დავაკავშიროთ კონკრეტულ ტერუართან, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს ზუსტად იმ შედეგს, რაც მიზნად გვაქვს დასახული: ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის, კომპლექსური, ჰარმონიული და სიცოცხლისუნარიანი ღვინოები, შევისწავლოთ და გადავცეთ ახალ თაობებს ცოდნა ქართული ტერუარისა და ჯიშების შესახებ.

დღესდღეობით ვიყენებთ 10-ზე მეტ ქართულ ყურძნის ჯიშს, რომელთა ნაწილიც მათ ტრადიციულ ტერუარებზე არის გაშენებული. ნაწილი კი, კვლევისა და ექსპერიმენტების საფუძველზე პოულობს თავის ახალ სახლს აქამდე გამოუცდელ ნიადაგზე და კლიმატში.