მეღვინეობა

ჩხავერი, ცოლიკაური, უსახელაური, რქაწითელი, ქისი, საფერავი, მუკუზანი და ქინძმარაული – ქართული ღვინის ცნობილი სახეობებია, რომლებიც “მემარნეს” ღვინის პალიტრაშია.

25 წლის განმავლობაში იწარმოება როგორც ქვევრის ღვინოები, ასევე მუხის კასრში დაძველებით და ევროპული  მეთოდით. იმისთვის, რომ საუკეთესო ხარისხის ღვინო ვაწარმოოთ, პროდუქტი მრავალჯერად სელექციასა და შემოწმებას  გადის.

თავდაპირველად, მოსავლის აღების დროს, საუკეთესო მტევნებს ვარჩევთ, შემდეგ, ქარხანაში ხდება არჩეული პროდუქტის ხელახალი გადარჩევა. საბოლოოდ რჩება უმაღლესი ხარისხის ყურძენი, რომლისგანაც ღვინოების ნაირსახეობა მზადდება. 

ჩვენი ქვეყნის კლიმატის და გეოგრაფიული მრავალფეროვნება, ასევე ყურძნის განსხვავებული ჯიშები – ღვინის მრავალი სახეობის  წარმოების შესაძლებლობას გვაძლევს.  წარმოების დროს, როგორც ქართულ ტრადიციულ მეთოდებს, ასევე ევროპულ სიახლეებსა და სტანდარტებს ვიყენებთ.

ჩვენი მთავარი ღირებულება ქართული ღვინის კულტურის შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა, ღვინის ხარისხის მუდმივი კონტროლი და გაუმჯობესებაა

მემარნე ღვინის მცველს ნიშნავს, სახელწოდებაც ჩვენს ღირებულებებსა და მიზნებთანაა კავშირში.

ინოვაციისა და ტრადიციის სინთეზი  – როდესაც უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიები და ტრადიციული ქართული მეთოდი ჰარმონიულად ერწყმის –  არის იდეარომელსაცმეღვინეობა მემარნეემსახურება.

ბევრი რამ არის საჭირო მაღალხარისხიანი ღვინის დასაყენებლად, მათ შორის
გამოცდილება და ინოვაციური-თანამედროვე მიდგომები. ამ ორ მნიშვნელოვან
ასპექტებს კი მეღვინეობაში, ჩვენი მეღვინეების ტანდემი სრულად პასუხობს.

თაიმლაინი

ჩვენს ქარხნებში 50-მდე ტიპის ღვინო იწარმოება, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს 25 უნიკალური ყურძნის ჯიშისაგან, როგორებიცაა ჩხავერი, ცოლიკაური, უსახელაური, რქაწითელი, ხიხვი, ქისი, საფერავი, მუკუზანი, ქინძმარაული და ა.შ.

მემარნე – ღვინის მცველია. 

ჩვენი მეღვინეობაც ბოლო 25 წელია, სწორედ ქართული ღვინის კულტურის განვითარებასა და დაცვას ემსახურება. 

ამ ეტაპზე, “მეღვინეობა მემარნე” აერთიანებს ჩხავერისა და ცოლიკაურის ვენახებს ქედის რეგიონში. ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანას კახეთში, გურჯაანში. ქარხანაში იწარმოება უმაღლესი ხარისხის ღვინის ნაირსახეობა, როგორიცაა: საფერავი, მუკუზანი, ქინძმარაუალი, ქისი, რქაწითელი, ხიხვი და სხვა. 

ქვევრის ღვინოების უმეტეს ნაწილს საგარეჯოში ვაწარმოებთ, სადაც ღვინის
დაყენების პროცესს ჩვენი 40 წლიანი გამოცდილების მქონე მთავარი მეღვინე
უძღვება.

ჩხავერი, ცოლიკაური, უსახელაური, რქაწითელი, ქისი, საფერავი, მუკუზანი და ქინძმარაული – ქართული ღვინის ცნობილი სახეობებია, რომლებიც “მემარნეს” ღვინის პალიტრაშია. 25 წლის განმავლობაში იწარმოება როგორც ქვევრის ღვინოები, ასევე მუხის კასრში დაძველებით და ევროპული მეთოდით. იმისთვის, რომ საუკეთესო ხარისხის ღვინო ვაწარმოოთ, პროდუქტი მრავალჯერად სელექციასა და შემოწმებას გადის

ღვინო მზადდება როგორც ქართული, ასევე, ევროპული მეთოდით, რის საშუალებასაც ქვევრის უძველესი კულტურა და გამოცდილი სპეციალისტების ცოდნა, ასევე უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი დანადგარები გვაძლევს. 

ამ ეტაპზე, ღვინოს ექსპორტირება იაპონიაში, ისრაელში, დიდ ბრიტანეთში, უზბეკეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და რუსეთში ხდება.

ამ ეტაპზე, ღვინოს ექსპორტირება იაპონიაში, ისრაელში, დიდ ბრიტანეთში, უზბეკეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და რუსეთში ხდება.

ჩვენი ქვეყნის კლიმატის და გეოგრაფიული მრავალფეროვნება, ასევე ყურძნის განსხვავებული ჯიშები – ღვინის მრავალი სახეობის  წარმოების შესაძლებლობას გვაძლევს.  წარმოების დროს, როგორც ქართულ ტრადიციულ მეთოდებს, ასევე ევროპულ სიახლეებსა და სტანდარტებს ვიყენებთ.

ჩვენი მთავარი ღირებულება ქართული ღვინის კულტურის შენარჩუნება და

მომავალი თაობებისთვის გადაცემა, ღვინის ხარისხის მუდმივი კონტროლი და

გაუმჯობესებაა.

მემარნე ღვინის მცველს ნიშნავს, სახელწოდებაც ჩვენს ღირებულებებსა და

მიზნებთანაა კავშირში.