მანავის მწვანე / თეთრი მშრალი ღვინო

წარმოშობა: კახეთის რეგიონი,  მანავის მიკრო ზონა, საქართველო

ყურძნის ჯიში: მანავის მწვანე

დახასიათება:ღვინოს აქვს მუქი ჩალისფერი შეფერილობა, საშუალო ინტენსივობის მწვანე ვაშლის, ბალახის, მინდვრის ყვავილების და ტყის ნიადაგის არომატი. ღვინოს აქვს საშუალოზე მაღალი, ცოცხალი მჟავიანობა და დიდხანს გამყოლი ცინცხალი გემო.

მიირთვით: ჩაციებული 12-14˚C-ზე, ზღვის პროდუქტებთან, სალათებთან, ყველის ნაირსახეობებთან და მსუბუქ დესერტებთან ერთად.