რქაწითელი

წარმოშობა: კახეთის რეგიონი, საქართველო

ყურძნის ჯიში: რქაწითელი

დახასიათება:ღვინოს აქვს მუქი ჩალისფერი შეფერილობა, საშუალო ინტენსივობის ყვითელი ვაშლის, მსხლის, მინდვრის ყვავილების და მწვანე ჩაის არომატი. ღვინოს აქვს საშუალო, ცოცხალი მჟავიანობა და დიდხანს გამყოლი ხილის გემო.

მიირთვით: ჩაციებული 12-14˚C-ზე, მოხარშულ თევზთან, მსუბუქ სალათებთან, რბილ ყველთან და ხილთან ერთად.