ღვინო მზადდება როგორც ქართული, ასევე, ევროპული მეთოდით, რის საშუალებასაც ქვევრის უძველესი კულტურა და გამოცდილი სპეციალისტების ცოდნა, ასევე უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი დანადგარები გვაძლევს.
ამ ეტაპზე, ღვინოს ექსპორტირება იაპონიაში, ისრაელში, დიდ ბრიტანეთში, უზბეკეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და რუსეთში ხდება.
ქვევრი, მისი უნიკალური მახასიათებლის გამო ფენომენალურ ჭურჭლად ითვლება და მასში დაყენებულ ღვინოსაც განსხვავებული, განსაკუთრებული გემო აქვს. ტრადიციულად, ქვევრები მიწაში, მარანში იმარხება, სწორედ აქედან გაჩნდა კომპანიის სახელიც – “მემარნე”. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წელს, იუნესკომ, ღვინის ქვევრში დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს კულტურული მემკვიდრეობის წოდება მიანიჭა.
ჩვენს ქარხნებში 50-მდე ტიპის ღვინო იწარმოება, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს 25 უნიკალური ყურძნის ჯიშისაგან, როგორებიცაა ჩხავერი, ცოლიკაური, უსახელაური, რქაწითელი, ხიხვი, ქისი, საფერავი, მუკუზანი, ქინძმარაული და ა.შ.
ჩხავერი, ცოლიკაური, უსახელაური, რქაწითელი, ქისი, საფერავი, მუკუზანი და ქინძმარაული – ქართული ღვინის ცნობილი სახეობებია, რომლებიც “მემარნეს” ღვინის პალიტრაშია.
25 წლის განმავლობაში იწარმოება როგორც ქვევრის ღვინოები, ასევე მუხის კასრში დაძველებით და ევროპული მეთოდით. იმისთვის, რომ საუკეთესო ხარისხის ღვინო ვაწარმოოთ, პროდუქტი მრავალჯერად სელექციასა და შემოწმებას გადის.
თავდაპირველად, მოსავლის აღების დროს, საუკეთესო მტევნებს ვარჩევთ, შემდეგ, ქარხანაში ხდება არჩეული პროდუქტის ხელახალი გადარჩევა. საბოლოოდ რჩება უმაღლესი ხარისხის ყურძენი, რომლისგანაც ღვინოების ნაირსახეობა მზადდება.
ჩვენი ქვეყნის კლიმატის და გეოგრაფიული მრავალფეროვნება, ასევე ყურძნის განსხვავებული ჯიშები – ღვინის მრავალი სახეობის წარმოების შესაძლებლობას გვაძლევს. წარმოების დროს, როგორც ქართულ ტრადიციულ მეთოდებს, ასევე ევროპულ სიახლეებსა და სტანდარტებს ვიყენებთ.
ჩვენი მთავარი ღირებულება ქართული ღვინის კულტურის შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა, ღვინის ხარისხის მუდმივი კონტროლი და გაუმჯობესებაა.
მემარნე ღვინის მცველს ნიშნავს, სახელწოდებაც ჩვენს ღირებულებებსა და მიზნებთანაა კავშირში.
ინოვაციისა და ტრადიციის სინთეზი – როდესაც უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიები და ტრადიციული ქართული მეთოდი ჰარმონიულად ერწყმის – არის იდეა, რომელსაც “მეღვინეობა მემარნე” ემსახურება.
უძველესი დროიდან “მემარნე” იყო ადამიანი, ვინც ზრუნავდა ღვინის მარანზე და აკონტროლებდა მეღვინეობის პროცესებს. ჩვენ ვართ თანამედროვე გუნდი, სახელწოდებით მემარნე, რომელიც ზრუნავს არა ერთ, არამედ რამდენიმე ღვინის მარანზე და ღვინის საწარმოზე და აერთიანებს მათ ერთი ბრენდიში, „მემარნე“.
ბოლო 25 წლის განმავლობაში, ჩვენი მეღვინეობა აქტიურად ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ქართული მეღვინეობის კულტურის განვითარებას. ამ ეტაპზე “მემარნე” აერთიანებს ორ მეღვინეობას და ჩხავერისა და ცოლიკოურის ვენახებს ქედის რეგიონში.
პირველი მეღვინეობა, “კახეთი 3000”, რომელიც დაარსდა 2003 წელს საგარეჯოში. ქარხანას აქვს წელიწადში 1 მილიონი ბოთლის წარმოების პოტენციალი.
მეორე საწარმო “მემარნე” მდებარეობს ყვარელში მეღვინეობა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და ასევე აწარმოებს 1 მილიონზე მეტ ბოთლს წელიწადში.
მეღვინეობა მემარნეს აქვს დახურა წარმოების ციკლი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ მეღვინეობის სრულ პროცესს, დუღილიდან-ჩამოსხმამდე. ორივე საწარმოს აქვს ტრადიციული მარანი, სადაც ღვინოები მზადდება ტრადიციულ კახური მეთოდით – ქვევრში.