О Нас

გამორჩეული ღვინო

ღვინო მზადდება როგორც ქართული, ასევე, ევროპული მეთოდით, რის საშუალებასაც ქვევრის უძველესი კულტურა და გამოცდილი სპეციალისტების ცოდნა, ასევე უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი დანადგარები გვაძლევს. 

ამ ეტაპზე, ღვინოს ექსპორტირება იაპონიაში, ისრაელში, დიდ ბრიტანეთში, უზბეკეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და რუსეთში ხდება.

ქვევრი, მისი უნიკალური მახასიათებლის გამო ფენომენალურ ჭურჭლად ითვლება და მასში დაყენებულ ღვინოსაც განსხვავებული, განსაკუთრებული გემო აქვს. ტრადიციულად, ქვევრები მიწაში, მარანში იმარხება, სწორედ აქედან გაჩნდა კომპანიის სახელიც — “მემარნე”. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წელს, იუნესკომ, ღვინის ქვევრში დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს კულტურული მემკვიდრეობის წოდება მიანიჭა. 

ჩვენს ქარხნებში 50-მდე ტიპის ღვინო იწარმოება, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს 25 უნიკალური ყურძნის ჯიშისაგან, როგორებიცაა ჩხავერი, ცოლიკაური, უსახელაური, რქაწითელი, ხიხვი, ქისი, საფერავი, მუკუზანი, ქინძმარაული და ა.შ.

ჩხავერი, ცოლიკაური, უსახელაური, რქაწითელი, ქისი, საფერავი, მუკუზანი და ქინძმარაული — ქართული ღვინის ცნობილი სახეობებია, რომლებიც “მემარნეს” ღვინის პალიტრაშია.

 

25 წლის განმავლობაში იწარმოება როგორც ქვევრის ღვინოები, ასევე მუხის კასრში დაძველებით და ევროპული  მეთოდით. იმისთვის, რომ საუკეთესო ხარისხის ღვინო ვაწარმოოთ, პროდუქტი მრავალჯერად სელექციასა და შემოწმებას  გადის.

თავდაპირველად, მოსავლის აღების დროს, საუკეთესო მტევნებს ვარჩევთ, შემდეგ, ქარხანაში ხდება არჩეული პროდუქტის ხელახალი გადარჩევა. საბოლოოდ რჩება უმაღლესი ხარისხის ყურძენი, რომლისგანაც ღვინოების ნაირსახეობა მზადდება. 

ჩვენი ქვეყნის კლიმატის და გეოგრაფიული მრავალფეროვნება, ასევე ყურძნის განსხვავებული ჯიშები — ღვინის მრავალი სახეობის  წარმოების შესაძლებლობას გვაძლევს.  წარმოების დროს, როგორც ქართულ ტრადიციულ მეთოდებს, ასევე ევროპულ სიახლეებსა და სტანდარტებს ვიყენებთ.

ჩვენი მთავარი ღირებულება ქართული ღვინის კულტურის შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა, ღვინის ხარისხის მუდმივი კონტროლი და გაუმჯობესებაა

მემარნე ღვინის მცველს ნიშნავს, სახელწოდებაც ჩვენს ღირებულებებსა და მიზნებთანაა კავშირში.

ინოვაციისა და ტრადიციის სინთეზი  — როდესაც უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიები და ტრადიციული ქართული მეთოდი ჰარმონიულად ერწყმის —  არის იდეარომელსაცმეღვინეობა მემარნეემსახურება.

График

C древних времен „мемарне” был человеком, который заботился о винном погребе и виноделии. Мы являемся современной командой называюший себя мемарне, которая заботится не об одной, а нескольких винных погребах и виноделии и объединяет их в единую марку „мемарне

В последние 25 лет наше винодельческое хозяйство активно участвует в популяризаци и развитии грузинского вина и культуры виноделия .На данном этапе „Виноделие Мемарне“ объединяет два винных завода и виноградники Чхавери и Цоликаури в регионе Кеда.

Первый завод – „Кахети 3000&quot“ который был основан в 2003 году в Сагареджо. У предприятия имеется возможность, ежегодно производить 1 миллион бутылок. „Мемарне“ является одной из тех редких компаний, которые имеют лицензию и право независимо вывозить вино на российский рынок. Второе винное предприятие „Виноделие Мемарне“ находится в Кварели .Предприятие оснащено современной технологией и за год также производит более 1 миллиона бутылок.

Решение строительства нового предприятия было обусловлено двумя важными факторами.Первый фактор – увеличение продаж, а второй – его локация.Кварели находится в центре Кахети, что упрощает транспортировку и логистику винограда. Часть наших виноградников также находится в Кварели.Виноделие Мемарне работает по закрытому типу производства, а это означает, что мы контролируем полный процесс производства вина, начиная с ферментации и заканчивая розливом.